Saturday, October 14, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის ბოლო დღეც დადგა,სიმართლე გითხრათ, ცოტა გული მწყდება, ისე ჩავერთე ამ საინტერესო პროცესში,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს,მისმა თავდაუზოგავმა შრომამ მოტივაცია გამიასმაგა.კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება დამეხმარება მეც და ჩემს მოსწავლეებსაც უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში, გმადლობთ!
  დღეს წარმოვადგინე პრეზენტაცია ,მივიღე უკუკავშირი კოლეგებისაგან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.დარწმუნებული ვარ ,რომ თითოეული ჩვენგანის მიერ განხორციელებული  მომდევნო პროექტი,  იქნება ბევრად სრულყოფილი  და წარმატებული,ასე რომ პროფესიულ და შემოქმედებით წინსვლას გისურვებთ ,მეგობრებო!
 დროებით.....

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი დასასრულს უახლოვდება..... დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირებაზე საუბრით,კიდევ ერთხელ დავუბრუნდით პროექტის გეგმის შაბლონს და ტრენერისაგან მივიღეთ უკუკავშირები,დავაზუსტეთ ბუნდოვანი საკითხები,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და ჩვენთვის საინტერესი და მისაღები ნიმუში განვათავსეთ ჩვენს პორტფოლიოებში. დავიწყეთ პორტფოლიოების მოწესრიგება და მზადება ფინალისათვის.... პრეზენტაციის დღე ახლოვდება ,მეგობრებო,წარმატებებს გისურვებთ ყველას!

Saturday, October 7, 2017


                               მეშვიდე დღის რეფლექსია                                                                                                                                                                                                                                                                     განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავიაზრეთ პრეზენტაციის თანმიმდევრობა. ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა დრაივიდან ბლოგზე.


მეექვსე დღის რეფლექსია

                                                                                                                                                                   ტრენინგის დაწყებისას გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. განვიხილეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები. გავაანალიზეთ დროის ჩარჩო. მივიღეთ უკუკავშირი. ვისწავლეთ სანდო წყაროების მოპოვება, ლინკების ,სურათების,ნახატების, დიაგრამების ჩასმა საქაღალდეში.

Musical Dachsberg 2017

Intel Bridge